იყო და არა იყო რა… ეს არაა ზღაპარი და არც დათო ტურაშვილის ახალი წიგნია. ეს ექვსკვირიანი ამბავია, რომელმაც ათეულობით სტუდენტის ცხოვრების კალაპოტი გააფართოვა. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ პროექტ „წიგნების თაობის“ შესახებ აპრილში შევიტყვეთ. სოფო, თურმე, მაშინვე მიიჭრა საკუთარ წიგნების კარადასთან და გადათვალა, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ რომელი წიგნები დაბინავებულიყო მის თაროებზე, რომელი წიგნები წაეკითხა და მოსწონებოდა. იმავე საღამოს აღტკინებული გვიმტკიცებდა, რომ აუცილებლად უნდა ჩავერთოთ იმ გამომცემლობის პროექტში, რომელმაც „ჰარი პოტერი“ გვაჩუქა. Continue reading
ვიქტორინის გამარჯვებული
ტრადიციულად მეექვსე კვირაშიც ჩვენს Facebook-ის გვერდზე ჩავატარეთ თემატური ვიქტორინა The beatles-ზე.
ოთხ შეკითხვაზე სწორი პასუხი პირველმა ალექსანდრე ქოიავამ დაწერა და სწორედ მან მოიგო The beatles-ის ილუსტრირებული ბიოგრაფია.
აი-book
Bookception-ის დღევანდელი პერფორმასი ibook-ს მივუძღვენით. გვინდოდა ისეთი რამ გაგვეკეთებინა, რაც ყველა გამვლელის ყურადღებას მიიპყრობდა, ამიტომ ქუჩაში მოსიარულე წიგნი გამოვიყვანეთ.
Bookception-ის მეხუთე კვირის რეპორტი
კიდევ ერთი კვირა ჩავაბარეთ წარსულს. რაც უფრო ცოტა დრო რჩება პროექტის დამთავრებამდე უფრო დაძაბულები და მონდომებულები ვართ.
მე-5 კვირაც ისეთივე საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა, როგორც ყველა სხვა დანარჩენი. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა შესანიშნავი წიგნი, Pink Floyd-ის ილუსტრირებული ბიოგრაფია და ჩვენც აუცილებლად მივიჩნიეთ განსაკუთებული ყურადღება მიგვეპყრო ამ სიახლისთვის.
ვიქტორინის გამარჯვებული
როგორც იცით, ჩვენი Facebook-ის გვერდზე შაბათს, 9 ივნისს ჩატარდა თემატური ვიქტორინა Pink Floyd-ზე.
ხუთ შეკითხვაზე პირველად სწორი პასუხი დაწერა გიორგი ხარაიშვილმა და სწორედ მან მოიგო Pink Floyd-ის ილუსტრირებული ბიოგრაფია.
ავტოსტოპი წიგნებამდე
დღეს კიდევ ერთი პერფორმანსით გამოვჩნდით თბილისის ქუჩებში. ალბათ სათაურიდანაც მიხვდით, რომ ყურადღების მიქცევას ავტოსტოპით ვეცადეთ.
ავტოსტოპი, ზოგადად საქალაქთაშორისო ტრანსპორტირებისთვისაა, მაგრამ ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე ქალაქის ცენტრალური ქუჩები გამოვიყენეთ პერფორმანსისთვის.
Continue reading
Bookception ჭავჭავაძეზე
დღეს ძალიან დიდი ენერგია The Wall-ზე დავხარჯეთ, ასე რომ ლოგიკური იქნებოდა, მზიურიდან დაღლილები სახლში წამოვსულიყავით, მაგრამ ვინაიდან ბანერიც თან გვქონდა, ჩვენი ენერგია კი უშრეტია, გადავწყვიტეთ ცოტა ხანი ჭავჭავაძის გამზირზე მოსიარულეთა ყურადღებაც მიგვეპყრო.
Another Brick in the Wall
როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ მელომანებს და კონკრეტულად Pink Floyd-ის ფანებს ძალიან დიდი საჩუქარი გაუკეთა, გამოუშვა რა Pink Floyd-ის ილუსტრირებული ბიოგრაფია.
ჩვენც წიგნის გამოცემისთანავე გადავწვიტეთ, რომ მცირე პერფორმანსით Pink Floyd-ის მოყვარულებისთვის ამ სიახლის შესახებ გვემცნო.
Bookception-ის მეოთხე კვირის რეპორტი
მეოთხე კვირაც მიილია..
როგორც დანარჩენი კვირები, ესეც მხიარულად გავატარეთ. შეიძლება ითქვას განსაკუთრებით მხიარულად, რადგან ამ კვირაში საქმე ძირითადად ბავშვებთან გვქონდა.
შიმშილობის ერთი დღე
2 ივნისი, შიმშილობის პირველი დღე !
დღეს Bookception-ის წევრებმა, რამდენიმე მეგობართან ერთად შიმშილობა გამოვაცხადეთ და პარლამენტის წინ მცირე დემონსტრაცია გავმართეთ.
ჩვენ მოვითხოვდით ერთ რამეს:
შესრულდეს ჩვენი მოთხვონები და აიკრძალოს პანემში შიმშილის თამაშები!
Continue reading