Bookception-ის მესამე კვირის რეპორტი

მაშ ასე, მე-3 საკონკურსო კვირამაც ჩაირბინა .

კვირის დასაწყისში ჩავატარეთ საქველმოქმედო თამაში რა?სად?როდის?, რომელშიც მონაწილეობა 20მდე გუნდმა მიიღო და შემოსულმა თანხამ 220 ლარი შეადგინა, რითიც წიგნის ფესტივალზე მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთათვის სერია „მსოფლიო ლიტერატურის შედევრები მოზარდებისთვის“ შევიძინეთ და ბავშვებს უახლოეს მომავალში ვესტუმრებით. გარდა ამისა ჩვენც არ დავრჩენილვართ მოაზროვნეებს ვალში და მათ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნებზე 25% ფასდაკლების ბარათები ვაჩუქეთ . გამარჯვებულ გუნდის კაპიტანს კი თომას მანის „ჯადოსნური მთა“ ერგო .


Continue reading

Bookception წიგნის ფესტივალზე

გეცოდინებათ უკვე , რომ 24-27 მაისს „ექსპო-ჯორჯიაში“ წიგნის ფესტივალი გაიმართა . ხოდა ჩვენ რისი წიგნების თაობა ვიქნებოდით განსაკუთრებული ყურადღება რომ არ მიგვექცია ამ ღირსშესანიშნავი მოვლენისთვის.


Continue reading

“ფერადი სურნელი”, ანუ სტუმრად მხატვართან

ომარ სააკაშვილი თავისუფალი სტილური ვარირება-ტრანსფორმაციის შესანიშნავი ოსტატია. მისთვის სტილი და ფორმა საკუთარი გრძნობად-ცნობიერი არსების თვითგაცხადების, მხატვრობაში თვითგამოხატვის საშუალებაა.

მის მხატვრობაში ტაქტის გრძნობა, თვით სტილის ფარგლებში თითქოსდა უმნიშვნელო ნიუანსის წამოწევა განსაკუთრებულ თვისებას იძენს.

ომარ სააკაშვილის მხატვრობის ლაიტმოტივი სწორედ ხილვადი სახის თანდათანობითი აბსტრაჰირებით სრული რიტმულ-ხატოვანი გარდაქმნაა.

მხატვარი ყველგან ინარჩუნებს თავის ძირითად პოზიციას – ხელშეუხებლობას სტილის სისუფთავისა, მხატვრის დამოუკიდებლობას თვით უტილიტარულ-ტექნიკური მეთოდისგან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ინარჩუნებს აბსოლიტურ შემოქმედებით თავისუფლებას.“

გია ბუღაძე.
Continue reading