Bookception-ის მესამე კვირის რეპორტი

მაშ ასე, მე-3 საკონკურსო კვირამაც ჩაირბინა .

კვირის დასაწყისში ჩავატარეთ საქველმოქმედო თამაში რა?სად?როდის?, რომელშიც მონაწილეობა 20მდე გუნდმა მიიღო და შემოსულმა თანხამ 220 ლარი შეადგინა, რითიც წიგნის ფესტივალზე მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთათვის სერია „მსოფლიო ლიტერატურის შედევრები მოზარდებისთვის“ შევიძინეთ და ბავშვებს უახლოეს მომავალში ვესტუმრებით. გარდა ამისა ჩვენც არ დავრჩენილვართ მოაზროვნეებს ვალში და მათ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნებზე 25% ფასდაკლების ბარათები ვაჩუქეთ . გამარჯვებულ გუნდის კაპიტანს კი თომას მანის „ჯადოსნური მთა“ ერგო .


Continue reading